Accentnews.ge
აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს

აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს

23/04/2021 16:57:01 საგარეო პოლიტიკა

აშშ-ის სენატში სენატორ რონ ჯონსონის ავტორობით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინეს.

კონგრესის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რეზოლუცია საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს, მიაღწიონ შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას, რომელსაც 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა ხელი.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სენატის მხარდაჭერას საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ.

რეზოლუციის თანაავტორები არიან სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.

ამერიკელმა სენატორებმა კონგრესის ზედა პალატაში რეზოლუცია 22 აპრილს წარადგინეს.

​„მე ვამაყობ, რომ შევუერთდი სენატორებს, ჯონსონსა და რიშს, მოვუწოდებ სენატს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ კვირის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. მინდა, მივულოცო საქართველოს ამ შეთანხმების მიღწევა, თუმცა ახლა რთული სამუშაო იწყება.

ეს რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ასახავს ჩვენს მოლოდინებს, რომ საქართველო სრულად განახორციელებს შეთანხმების პირობებს, რომელიც საშუალებას იძლევა დემოკრატიამ გაიმარჯვოს.

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც რეაგირებს არსებულ აქტუალურ საკითხებზე. მათ შორის, რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე. ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს ქვეყნის დემოკრატიისთვის რეგიონში და მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას და მის ხალხს დინამიური დემოკრატიის მშენებლობაში“, – აცხადებს ჯინ შაჰინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S