Accentnews.ge
მთავრობა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

მთავრობა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

23/04/2021 15:31:39 კონფლიქტები

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, ოკუპირებული გალიდან ტრაგიკულად დაღუპული თანამოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა მიმდინარეობს ტრაგედიის პირველივე დღეებიდანვე.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ დაუყოვნებლივ გასწია პირველადი საჭიროებებისთვის აუცილებელი დახმარება ერთჯერადად და საქართველოს მთავრობა მათი საჭიროებების გაანალიზების საფუძველზე, რა თქმა უნდა, განაგრძობს ზრუნვას ამ ოჯახების, თითოეული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ. ამასთანავე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ოჯახს, რომლის წევრიც ტრაგიკულად დაიღუპა მდინარე ენგურზე გადმოსვლისას, გაუწევს ფინანსურ დახმარებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S