Accentnews.ge
ჭალადიდის დამშრობი   მასივის   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჭალადიდის დამშრობი   მასივის   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

23/04/2021 14:06:41 რეგიონები, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ჭალადიდის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფელ ქვალონში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7,5 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S