ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ
23/04/2021 13:28:10 მსოფლიო
ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუს დიპლომატებს აძევებენ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ლატვია არ შეეგუება დივერსიულ საქმიანობას არც საკუთარ და არც პარტნიორებისა და მოკავშირეების ტერიტორიაზე.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნიდან ერთი რუსი დიპლომატია გაძევებული, რომლის საქმიანობა ვენის კონვენციით შეთანხმებულ დიპლომატიურ საქმიანობას არ შეესაბამება.
ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად ლიეტუვამ პერსონა ნონ გრატად რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოაცხადა. ვილნიუსში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია.
ჩეხეთმა 17 აპრილს 2014 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსეთის მოქალაქეებს დასდო ბრალი. პრაღაში ამტკიცებენ, რომ ინციდენტთან კავშირი ჰქონდათ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებსაც. ჩეხეთის ხელისუფლებამ 19 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.


