Accentnews.ge
"სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს" – რატიანი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

"სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს" – რატიანი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

23/04/2021 12:40:19 საზოგადოება

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მაგრამ მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება," - განაცხადა ლევან რატიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

შეგახსენებთ, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S