ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა
23/04/2021 12:32:11 მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია ნავალნის Instagram-ზე გავრცელდა.
"ექიმები, რომლებსაც სრულად ვენდობი, გუშინ გაავრცელეს განცხადება, რომ ჩვენ საკმარისს მივაღწიეთ იმისათვის, რომ შიმშილობა შევწყვიტო. და გულახდილადაც გეტყვით, მათმა სიტყვებმა, რომ ანალიზების მიხედვით: "მინიმალურ დროში სამკურნალო აღარავინ იქნება", ყურადღების ღირსია", - წერს ალექსეი ნავალნი.
მანამდე, ნავალნის ექიმი ამბობდა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შეიძლება ნებისმიერ დროს მოკვდეს.
რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 3,5 წლით პატიმრობა 2 თებერვალს მიუსაჯა.


