"ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება"
23/04/2021 10:42:11 საზოგადოება
"ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება" , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთვარდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ", – აცხადებს გამყრელიძე.


