Accentnews.ge
"ქვეყანაში საწოლების დეფიციტი არაა და ორშაბათიდან კოვიდ–პაციენტების მისაღებად ჯამში, 6 500 საწოლი იქნება მზად"

"ქვეყანაში საწოლების დეფიციტი არაა და ორშაბათიდან კოვიდ–პაციენტების მისაღებად ჯამში, 6 500 საწოლი იქნება მზად"

23/04/2021 09:05:07 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ქვეყანაში საწოლების დეფიციტი არაა და ორშაბათიდან კოვიდ–პაციენტების მისაღებად ჯამში, 6 500 საწოლი იქნება მზად".

„საწოლებს რაც შეეხება, ორი დღის წინ გამოიცა დამატებით ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს ათასი საწოლის დამატებას, აქედან გამომდინარე ორშაბათიდან ჩვენ გვექნება 6 500 საწოლი. დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3 600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5 500 საწოლი, აქედან გამომდინარე, საწოლების დეფიციტი არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ტესტირებას მინისტრის თქმით, გამოიყენება როგორც პისიარ, ასევე სწრაფი ტესტები და მათი მარაგის მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ არის:

„ყოველდღიურ რეჟიმში ვტესტავთ 27-დან 30 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს და ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. 27-ში ჩვენ კორეიდან ველოდებით დამატებით ტვირთს სწრაფ ტესტებთან მიმართებაში, რომელიც ჩამოვა მილიონის ოდენობით, შემდეგი ტვირთი ჩამოვა ცოტა მოგვიანებით, ნახევარი მილიონის ოდენობით, დღეს ქვეყანაში კიდევ არის 40 ათასი პისიარ ტესტი, რომელიც არის საკმარისი, რათა ის მოცულობა ტესტების, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით სრულად იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეებისთვის“.

ზედიზედ მე–11 დღეა, საქართველოში ყოველდღიურად კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კერძოდ 12 აპრილის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000–დან 1800–მდე მერყევობს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 271 შემთხვევა გამოვლინდა, 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 პირი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301 535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 286 პირი გამოჯანმრთელდა, 3 992 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S