Accentnews.ge
ისტორიკოსი: "სალომე დუმს და ამით ის დღეს ისტორიის მახინჯ ფურცელს ქმნის"

ისტორიკოსი: "სალომე დუმს და ამით ის დღეს ისტორიის მახინჯ ფურცელს ქმნის"

16/07/2019 08:57:52 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ისტორიკოს სვიმონ მასხარაშილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი დუმილით "საქართველოს ისტორიის მახინჯ ფურცელს ქმნის". საუბარია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობაზე. 

"პუტინის განცხადების პასუხად საქართველოს პრეზიდენტს უნდა გაემართა ბრიფინგი, მოეწვია ელჩები, BBC, CNN, სხვა საინფორმაციო საშუალებები და მსოფლიოს წინაშე განეცხადებინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იცრუა და გააყალბა საქართველოს ისტორია, შეურაცხჰო საქართველოს ერი!

სალომე დუმს და ამით ის დღეს ჰქმნის ისტორიის მახინჯ ფურცელს: საუკუნის შემდეგ ვიღაცეები იტყვიან: როდესაც რუსეთის პრეზიდენტი საჯაროდ აცხადებდა აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო არ იყო და ქართველებს გენოციდი აქვთ ჩადენილიო, მაშინ საქართველოს პრეზიდენტი სდუმდა, დუმილი კი თანხმობის ნიშანიაო!

პრეზიდენტო სალომე, შენ შენი დუმილით ჰყიდი საქართველოს!",– წერს მასხარაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინი საქართველოს ისტორიის გადაწერას შეეცადა და ანტიქართული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, ქართული სახელმწიფო საკუთარი, თუმცა ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა. 

იხილეთ ასევე: ისტორიის გაკვეთილი პუტინს

ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც პუტინი დაეყრდნო, აფხაზურ სასამართლოს აკრძალული აქვს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S