სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი: "ხელჩართულ ბრძოლამდე მივა საქმე"
23/04/2021 08:27:50 საზოგადოება
სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის საპასუხოდ აცხადებს, რომ მეუფე სტეფანესთან შესანდობელი არაფერი აქვს.
"არაფერი შესანდობელი მეუფე სტეფანესთან არ მაქვს, ის არის უსამართლო ადამიანი, მატყუარა, ჩემ თვალში არაფერი არ არის, ადამიანიც არ არის, ისეთი ტყუილები ილაპარაკა, კეკუტია კრიმინალი გაამართლა და ამბიონზე ასვლა გაუპრავა და დიაკვანს თურმე არ აქვს უფლება ამბიონზე ასვლის, მაგ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო. ან იმ განცხადების მერე მთელ საქართველოს მოუწოდა, რომ გავერთიანდეთ, ჩავიდეთ, დამიდექით გვერდშიო, ხომ იცის, რომ აქ მთელი სოფელი მიდგას გვერდში, ხომ იცის რომ დაპირისპირება იქნება, ხელჩართულ ბრძოლამდე მივა საქმე, ეს არის ეკლესიაში პრობლემა, ისინი არაფერს ერიდებიან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის", - განაცხადა მამა დანიელმა.
შეგახსენებთ, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების შემდეგ მეუფე სტეფანემ განაცხადა, რომ თუ იღუმენი დანიელი და სხვა სასულიერო პირები საჯაროდ არ მოინანიებენ ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებს, მათ მღვდელმსახურებას შეუჩერებს.


