Accentnews.ge
კალოიანი: "მოსალოდნელია მძიმე კვირები, მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობა"

კალოიანი: "მოსალოდნელია მძიმე კვირები, მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობა"

23/04/2021 08:10:00 საზოგადოება

ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, - ამის შესახებ ’’ევროპული საქართველოს’’ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალოიანი აღნიშნავს, ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა მცირდება:

"ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც გამოიხატება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში. მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო დროულად გააკეთებს საწოლების მობილიზებას და ისევ არ გავივლით იმ დრამატულ თვეებს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში".

ზედიზედ მე–11 დღეა, საქართველოში ყოველდღიურად კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კერძოდ 12 აპრილის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000–დან 1800–მდე მერყევობს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 271 შემთხვევა გამოვლინდა, 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 პირი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301 535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 286 პირი გამოჯანმრთელდა, 3 992 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S