ზედიზედ მე–11 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000–ს აჭარბებს
23/04/2021 06:53:12 საზოგადოება
ზედიზედ მე–11 დღეა, საქართველოში ყოველდღიურად კოვიდ–ინფიცირების 1000–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. კერძოდ 12 აპრილის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000–დან 1800–მდე მერყევობს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 271 შემთხვევა გამოვლინდა, 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 28 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 187, პისიარტესტით – 14 564.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –4,55 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 781 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 53, გურია - 41, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 231, საიდანაც: 3 527 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 921, აჭარაში - 404, იმერეთში - 404. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 584 პირი, მათ შორის, თბილისში - 276, აჭარაში - 70, იმერეთში -88. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 113 პირი, მათგან თბილისში - 80, აჭარაში - 7, იმერეთში - 11. 682 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 - თბილისში, 317 - აჭარაში. 9 022 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 225, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 485 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 233 პირი, აჭარაში - 2 711, იმერეთში - 1 199.
სულ აცრილია 34 897 პირი, დღიურად აცრილია –1 560.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301 535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 286 პირი გამოჯანმრთელდა, 3 992 პაციენტი გარდაიცვალა.


