რუსეთი კორონავირუსის ციმბირული შტამის შესახებ იუწყება
23/04/2021 06:17:06 მსოფლიო
რუსეთი კორონავირუსის ციმბირული შტამის შესახებ იუწყება. ამის შესახებ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანთა კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის უფროსმა ანა პოპოვამ განაცხადა.
"ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია ბრიტანული შტამის 192, ხოლო სამხრეთ აფრიკული ვარიანტის 21 შემთხვევა. გარდა ამისა, გამოვლინდა ადგილობრივი – ციმბირული შტამი ("ჩრდილოდასავლური ვარიანტი"). ამ უკანასკნელის შესასწავლად კვლევები გრძელდება", – განაცხადა პოპოვამ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კოვიდ–ინფიცირების 4 700 000–ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 107 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


