
ასპინძაში მკვლელობა მოხდა
16/07/2019 08:45:27 სხვა, სამართალი
ასპინძაში ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცი მოკლეს. შსს–ს ინფორმაციით, პირმა 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.