თბილისის მერიის განცხადებით, დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო
23/04/2021 05:42:49 საზოგადოება
თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. #24-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.
მერია განმარტავს, რომ მანამდე მოქალაქეებმა მიმართეს, რის შემდეგაც ჩატარდა ინსპექტირება. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე თვის წინ მოკვლევა დაიწყო.


