იმნაძე – საქართველოში "ფაიზერის" დამატებითი დოზების შემოტანაზე: "მოდით რა, რეალისტები ვიყოთ..."
22/04/2021 19:49:33 საზოგადოება
„მოდით რა, რეალისტები ვიყოთ. მსოფლიოში ვაქცინების უზარმაზარი დეფიციტია და თვითონ იმ ქვეყნებს არ ჰყოფნის, რომლებიც ამ ვაქცინებს აწარმოებენ", - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას, რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინის დროულად და საკმარისი რაოდენობით შემოტანა.
"ჩვენ იმ ქვეყნებს უნდა მივბაძოთ, რომლებმაც ჭკუა იხმარეს და მშვენივრად გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოსახლეობა სხვადასხვა, ძალიან კარგი ვაქცინებით აეცრათ. მაგალითად, „სინოფარმის“ ვაქცინით, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა“, - განაცხადა იმნაძემ "პირველი არხის" ეთერში.


