"რამდენი 100 ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, 1 თანამოქალაქე დაიღუპება"
22/04/2021 19:36:01 საზოგადოება
რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
„დღეს ხომ დღეში 1 200-1 300 ახალ ავადმყოფზე ავედით და დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება. აქედან გამოსავალი ისაა, რომ წესები დავიცვათ – პირბადე ვატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებს, ძირითადად, სუფრებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი და ა.შ“, – განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით, ბოლო 2 კვირაა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000–ს აჭარბებს.


