NATO-ს მომდევნო სამიტი 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება
22/04/2021 10:18:10 მსოფლიო
NATO-ს ლიდერების სამიტი 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.
როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, სამიტზე "NATO 2030"-ის დღის წესრიგზე მიიღებენ გადაწყვეტილებას:
"ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ალიანსის არსებით და პერსპექტიულ "NATO 2030"-ის დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებს, რომელთა შორისაა: რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხე, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილებები და ჩინეთის აღზევება“.


