Accentnews.ge
პუტინმა მზაობა გამოთქვა, ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს

პუტინმა მზაობა გამოთქვა, ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს

22/04/2021 17:07:18 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მზაობა გამოთქვა, უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს.

"ბოლო პერიოდში უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ ბევრი ნაბიჯი გადადგა უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობების განადგურებისთვის, რაც მხოლოდ და მხოლოდ სამწუხაროა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, კი ბატონო, ჩვენ მივიღებთ უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. თუ პრეზიდენტ ზელენსკის სურს, დაიწყოს ამ ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ მას მხოლოდ მივესალმებით. თუმცა ჩნდება კითხვა: რა გვსურს განვიხილოთ ამ შეხვედრაზე? თუკი ზელენსკის სურს დონბასის პრობლემის განხილვა, უკრაინის ხელისუფლება პირველ რიგში ლუგანსკის და დონეცკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს უნდა შეხვდეს და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს ეს პრობლემები მესამე ქვეყნებთან, როგორც არის რუსეთი", – განაცხადა პუტინმა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა არაერთგზის გამოთქვეს შეშფოთება ყირიმსა და დასავლეთ საზღვრებთან რუსეთის აგრესიული მოქმედების გამო. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთის ჯარები ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილდებიან, ეს მოქმედება არავის უქმნის საფრთხეს და არავის უნდა აღელვებდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S