
მშენებლობიდან კიდევ ერთი მუშა გადმოვარდა
16/07/2019 08:42:15 სხვა, სამართალი
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორის განცხადებით, მშენებლობაზე სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა.