Accentnews.ge
საპატრიარქო: "ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შეფასებას მეუფე სტეფანე თავად გააკეთებს"

საპატრიარქო: "ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შეფასებას მეუფე სტეფანე თავად გააკეთებს"

22/04/2021 13:22:50 საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჭყონდიდელი მიტოპოლიტი სტეფანე განვითარებულ მოვლენებზე შეფასებას თავად გააკეთებს.

"ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა. აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებ", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: გუშინ მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მას ტაძარი დაკეტილი დახვდა. ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებბმა და მრევლმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ტაძარში არ შეუშვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S