ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
22/04/2021 13:06:53 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.4462 ლარი ეღირება, ევრო – 4.1530 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7964 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.4521 ლარი ღირდა, ევრო – 4.1442 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.8081 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 აპრილს ამოქმედდება.


