"ჩვენ მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში"
22/04/2021 12:10:22 საზოგადოება
"ჩვენ მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მან მოსახლეობას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა:
"გვაქვს 1.47% ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4%-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება და უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას. ეს ყოველივე მოითხოვს ძალიან ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელ არის მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან".
ბოლო პერიოდში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.


