Accentnews.ge
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ერთ–ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ერთ–ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

16/07/2019 06:50:19 სხვა, სამართალი

სასამართლომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულ  ლაშა ჩაფიძეს პატიმრობა 10 000–ლარიანი გირაოთი შეუცვალა.  მოსამართლემ ლაშა ჩაფიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ვახტანგ ჯაყელი, ირაკლი ხუჭუა და ნიკა დაოშვილი კი პატიმრობაში დატოვა.

„ბრალდების მხარე დაეთანხმა ერთ-ერთი ბრალდებულის გათავისუფლებას, ვინაიდან მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და გარდა ამისა, სამივე არის წარსულში ნასამართლევი",- განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ფეხბურთელები მაისის თვეში დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S