22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 33 337 აცრა ჩატარდა
22/04/2021 09:01:41 საზოგადოება
22 აპრილის მონაცემებით ჯამურად აიცრა 33 337 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ბოლო პერიოდში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.


