მეტროს სადგურ "გოცირიძის" გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო
22/04/2021 07:50:28 საზოგადოება
მეტროს სადგურ "გოცირიძის" გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
"მაისის დასაწყისში უნდა გახსნილიყო სადგური, ოღონდ არ ნიშნავს ეს, რომ სამუშაოები დამთავრდებოდა, შეეძლებოდა მგზავრების მიღება, თუმცა, ამის პარალელურად სამუშაოებიც გაგრძელდებოდა. თუმცა მიმდინარე სამუშაოების დროს გამოიკვეთა, რომ საჭირო გახდა ახალი მოცულობითი სამუშაოები. რომელზედაც უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რადგან ამ დროისთვის მომუშავე კომპანია ახალი სამუშაოების შესრულებას ვერ უზრუნველყოფს", - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მეტროს სადგური "გოცირიძე" მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან არ ფუნქციონირებს.


