
პაატა იმნაძე სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
16/07/2019 07:40:36 სხვა, საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
იმნაძის განცხადებით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მწერებთან, რომელთაც სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჰაერის მაღალი ტემპრატურიდან გამომდინარე მოსახლეობას მიმართავს, მზეზე დიდხანს ყოფნას მოერიდონ.
იმნაძის განცხადებით, ინფექციების მხრივ ჯერ–ჯერობით მშვიდი სეზონია. შემცირებულია ისეთი დაავადებები, როგორიცაა ყირიმკონგო, ტკიპების მიერ გადამტანი დაავადება.
რაც შეეხება საკურორტო ზონის დამუშავებას, იმნაძის თქმით, პირველი ეტაპი დასრულებულია და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით შავიზღვისპირეთში კოღოების რაოდენობა შემცირებულია. კვებით ინტოქსიკაციისგან თავის არიდებისთვის კი, იმნაძის თქმით, სასურველია მაქსიმალურად მოერიდოთ რძის პროდუქტებსა და ხორცს. განსაკუთრებით კი მალფუჭებად პროდუქტებს, მაიონეზიან და არაჟნიან სალათებს.