Accentnews.ge
ნავალნის მხარდამჭერი აქცია რუსეთის 82 ქალაქში გაიმართა, დააკავეს 1000–ზე მეტი პირი

ნავალნის მხარდამჭერი აქცია რუსეთის 82 ქალაქში გაიმართა, დააკავეს 1000–ზე მეტი პირი

21/04/2021 19:35:31 მსოფლიო

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ აქციებზე, 82 ქალაქში 1004 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „ოვდ-ინფოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ირკვევა, რომ ყველაზე მეტი – 352 ადამიანი სანქტ–პეტერბურგში აიყვანეს.

უფლებადამცველების შეფასებით, რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აქცია ქალაქ უფაში გაიმართა, სადაც პოლიციელმა ქალზე იძალადა, სანქტ-პეტერბურგში კი სამართალდამცველებმა ელექტროშოკერი გამოიყენეს. ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაცია გაიმართა მოსკოვშიც.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 31 მარტიდან შიმშილობს. ნავალნი მასთან სამოქალაქო ექიმების დაშვებას ითხოვს, რაზეც ციხის ადმინისტრაცია უარს აცხადებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S