Accentnews.ge
„კანონით თურქეთს სანქციები უნდა დავუწესოთ და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი კანონის შესაბამისად იმოქმედებს“

„კანონით თურქეთს სანქციები უნდა დავუწესოთ და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი კანონის შესაბამისად იმოქმედებს“

16/07/2019 07:01:29 სხვა, მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა ანკარას რუსული წარმოების თავდაცვის სისტემების შეძენის გამო სანქციები უნდა დაუწესოს.

„კანონით თურქეთს სანქციები უნდა დავუწესოთ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, – განაცხადა პომპეომ the Washington Post–თან საუბრისას. 

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ–ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ–მა თურქეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ S-400–ების შეძენის შემთხვევაში შესაძლოა, სანქციები დაუწესოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S