Accentnews.ge
„პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში პუტინი შეაქო და ქართული მხარე დაადანაშაულა

„პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში პუტინი შეაქო და ქართული მხარე დაადანაშაულა

16/07/2019 06:25:50 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეაქეს და ქართული მხარე დაადანაშაულეს.

„ვაფასებთ რუსეთის პოზიციას, რომელიც არ აჰყვა ამ პროვოკაციებს. პატივისცემას იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტის აწონილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. მე ვიტყოდი - ეს არის დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები პატივისცემით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებიც დარტყმისა და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომიამ.

რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა მისი მეორე განცხადებაც, რომელიც საქართველოში რადიკალური ძალების არსებობასა და იმ ანტირუსულ მიზნებს უკავშირდება, რომლებიც ამ ძალებს ამოძრავებთ. 

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილი, ბოკერია... ეს ერთი გუნდია. მათთვის მორიგი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, წარმოადგენს პოლიტიკაში დარჩენის საშუალებასა და თავიანთი საჭიროების დამტკიცებას საზღვარგარეთელი სპონსორებისთვის“, - განაცხადა ლომიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციას კომუნისტმა დეპუტატმა, დუმის დსთ-ისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა უმასპინძლა. მან  განაცხადა, რომ "რუსეთი მზად არის საკითხების მთელი სპექტრის განსახილველად და ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, თუმცა მზაობის დემონსტრირებას საქართველოსგან ელოდება".

ცნობისთვის: "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთში რამდენჯერმე იყვნენ. ისინი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S