Accentnews.ge
"2020 წელს საოკუპაციო ხაზზე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით 64 პირი დააკავეს, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13"

"2020 წელს საოკუპაციო ხაზზე ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით 64 პირი დააკავეს, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13"

21/04/2021 12:46:52 კონფლიქტები

ოფიციალური მონაცემებით, საოკუპაციო ხაზზე 2019 წელს, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით 86 პირი დააკავეს, 2020 წელს კი 64 პირი, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 2019 წელს, 27 პირი დააკავეს, 2020 წელს –13, - ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში სახელწოდებით „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“.

"2019 წელს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით დაკავებული 86 პირიდან 9 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო, ხოლო 2020 წელს დაკავებული 64 პირიდან, 6 ქალი და ერთი არასრულწლოვანი იყო. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 2019 წელს 27 პირი დააკავეს, მათგან 2 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო. 2020 წელს დაკავებული 13 პირიდან 1 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო", – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანგარიშში წერია, 2019-2020 წლებში საოკუპაციო რეჟიმი უფრო ხშირად ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო:

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმების გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა ბოლო წლებში, ორივე ოკუპირებულ რეგიონში გახშირდა უკანონოდ დაკავებულების გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში დარჩენის შემთხვევები. საოკუპაციო ხაზზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების 2019-2020 წლების პრაქტიკის შესწავლით იკვეთება, რომ წინა წლებში საოკუპაციო რეჟიმი უფრო ხშირად ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S