გამყრელიძე: "დილის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული 587 პირი გატესტეს, მათგან დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა"
21/04/2021 12:11:07 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული 587 პირი გატესტეს, მათგან დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა.
"გუშინწინიდან დაიწყო არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანთა ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტებით, დღეს დილისთვის იყო 587 ადამიანი, თითქმის ყველა გადმოსული გალის რაიონიდან, ორი გახლდათ მხოლოდ ცხინვალის რეგიონიდან, ოძისის გადმოსასვლელით", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ არაერთი პროტესტისა და მოთხოვნების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 14 აპრილს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი გაუქმდა. 19 აპრილიდან ისინი გამშვებ პუნქტებზე გადმოსვლის შემდეგ იტესტებიან.


