"უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამი"
21/04/2021 12:00:29 საზოგადოება
"უკვე აღარც ვითვლით იმდენია ბრიტანული შტამი" , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძე განაცხადა.
"დღეს რაც ცირკულირებს ქვეყანაში, ეს გახლავთ ძირითადად Covid-19-ის ბრიტანული შტამი. უკვე აღარც ვითვლით იმდენია "ესგენ" უარყოფითი, დადასტურებული მე მგონი, 100-ზე მეტი გვქონდა უკვე ლაბორატორიულად. ისე, სხვადასხვა პროგნოზირებით, 70-დან 90%-ში ბრიტანული შტამი ცირკულირებს ქვეყანაში".
შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1000–ს აჭარბებს.


