Accentnews.ge
"აღდგომის პერიოდში სასურველია, მრევლი იყოს ტაძრებს გარეთ"

"აღდგომის პერიოდში სასურველია, მრევლი იყოს ტაძრებს გარეთ"

21/04/2021 12:04:45 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს,რომ სასურველია, თუ მრევლი ლოცვებს ტაძრებს გარეთ დაესწრება.

„დღეს იყო ეს საკითხი განხილული, გვექნება საპატრიარქოსთან კონსულტაციებიც. ჩვენი თხოვნაა აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად იყოს დაცული ის რეკომენდაციები რაზეც ვსაუბრობთ, ტაძრის შიგნითაც და გარეთაც პირბადის აუცილებლად ტარება, დისტანციის დაცვა, სანიტარიული წესების დაცვა და როგორც შარშან განხორციელდა, რომ ძირითადი ტაძრების რადიოფიცირება მოხდა, მრევლი იყოს ძირითადად გარეთ. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ზედმეტი რისკი გავრცელების. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რისკი მომატებული არ იყოს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას 2 მაისს აღნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1000–ს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S