Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, მოიხსნება თუ არა აღდგომას "კომენდანტის საათი"

გაბუნია განმარტავს, მოიხსნება თუ არა აღდგომას "კომენდანტის საათი"

21/04/2021 12:00:12 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება.

მისი თქმით, სააღდგომოდ ძალაში იქნება ყველა ის რეგულაცია, რომელიც დღეს მოქმედებს.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის აკრძალვების დაწესებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შესაძლოა, ამის საჭიროება დადგეს:

"ჯერ–ჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე მიღებული არ არის, თუმცა ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს კიდევ 10 დღე, სანამ მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე და ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა დადგეს საკითხი, ამას ვერ გამოვრიცხავთ დღევანდელი მდგომარეობით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S