Accentnews.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

16/07/2019 06:02:21 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში გაემგზავრა. სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში მასპინძლობს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ისინი განიხილავენ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და რელიგიურ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზებს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება უცხოელ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ვაშინგტონში დავით ზალკალიანის ვიზიტისას, 18 ივლისს, საქართველოს საელჩოში გაიმართება საქართველოსა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ პარტნიორობისადმი მიძღვნილი მიღება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S