Accentnews.ge
როდისთვის ვარაუდობს გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკს

როდისთვის ვარაუდობს გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკს

21/04/2021 11:44:21 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვარაუდით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში უნდა შევიდეს აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში.

მისი თქმით, არსებული მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუარესებულია.

„რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ჰელსმეტრიკის, ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განავლობაში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 1000–ს აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S