მთავრობა ხანდაზმულებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს
21/04/2021 11:08:43 საზოგადოება
"საკოორდინაციო საბჭოს ხანდაზმულებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში", – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით.
როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.


