"კომენდანტის საათი" კვლავ ძალაში რჩება
21/04/2021 11:06:23 საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი "კომენდანტის საათი" ისევ ძალაში რჩება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალული იქნება.
შეგახსნებთ, რომ საქართველოში "კომენდანტის საათი" რამდენიმე თვეა, მოქმედებს.


