Accentnews.ge
„სოფლად სახლის“  შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

„სოფლად სახლის“  შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა

21/04/2021 09:50:33 საზოგადოება, რეკლამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17 000 ლარის ნაცვლად, 22 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21 000 ლარის ნაცვლად, 25 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23 000 ლარის ნაცვლად, 28 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26 000 ლარის ნაცვლად, 31 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 6 წევრისგან - 29 000 ლარის ნაცვლად, 34 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 7 წევრისგან - 32 000 ლარის ნაცვლად, 37 000 ლარი;

დევნილი ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან - 35 000 ლარის ნაცვლად, 40 000 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი.

მიმდინარე წელს, დევნილთა სააგენტო „სოფლად სახლს“ 1200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S