
თბილისში ”სპარის” ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს
16/07/2019 05:11:28 სხვა, სამართალი
თბილისში, გლდანში, გვიან ღამით მაღაზიათა ქსელი ”სპარის” ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა მაღაზიიდან 200 ლარი გაიტაცა და მიიმალა.
ადგილზე გვიან ღამემდე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის.