
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ”ჩემპიონში” ცეცხლი გაჩნდა
16/07/2019 05:22:44 სხვა, საზოგადოება
თბილისში, გლდანში, სავაჭრო ცენტრ ”ჩემპიონში” ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია სავაჭრო ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.