მეუფე სტეფანეს სალხინოს ტაძარში არ შეუშვეს
21/04/2021 07:50:54 საზოგადოება
მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა, თუმცა იგი ტაძრის ყოფილმა წინამძღვარმა, ბერებბმა და მრევლმა ტაძარში არ შეუშვეს.
"მიგვაჩნია, რომ ის არის უღირსი მღვდელმთავარი, იმიტომ, რომ მან რაც გააკეთა, დღესაც კიდევ დანაშაული დანაშაულს დაამატა, სამ რაღაცაზე პასუხი უნდა გასცეს ჯერ - რატომ ამიკრძალა ტრაპეზთან მიახლება, მეუფე პეტრეს საშინელი ცილი დასწამა და აუცილებლად უნდა დაამტკიცოს, სანამ მიწაში არ ჩავა ამაზე პასუხი გასაცემი ექნება, და მესამე, მან ჩემი აღსარება გასცა", - აცხადებს ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელი.
სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანეს წირვას მანამდე არ ჩააატრებინებენ, სანამ არ დაამტკიცებს ბრალდებებს. ისინი ეპარქიული კრების ჩატარებას ითხოვენ.


