ქუთაისში კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოს მე-5 სართულიდან გადახტა
21/04/2021 07:49:48 საზოგადოება
ქუთაისში კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი ჩხობაძის სახელობის საავადმყოფოს მე-5 სართულიდან გადახტა. არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშონ საღამოს მოხდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი კლინიკაში შვილთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში მკურნალობდა, მოულოდნელად კი ფანჯრიდან გადახტა.
მომხდარის მიზეზი უცნობია. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, პაციენტს წინასწარი ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. დაწყებულია გამოძიება.


