Accentnews.ge
უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო ვითარების დროს რეზერვისტების გამოძახების თაობაზე კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო ვითარების დროს რეზერვისტების გამოძახების თაობაზე კანონს ხელი მოაწერა

21/04/2021 07:32:26 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საგანგებო ვითარების დროს რეზერვისტების გამოძახების თაობაზე კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისად, უკრაინის მთავრობას ექნება საშუალება, ოპერატიულად დააკომპლექტოს სამხედრო ნაწილები ისე, რომ მობილიზაციის გამოცხადება საჭირო აღარ გახდება.

"აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებელი გახდება თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილის რეზერვისტებით სწრაფად აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საბრძოლო ეფექტურობას სამხედრო აგრესიის დროს”, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ პერიოდში სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მოქალაქეებს, რომელთაც სამხედრო სამსახურის რეზერვში გავლის შესახებ კონტრაქტი აქვთ გაფორმებული. მათი გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვევის უგულებელყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული იქნება.

ცნობისთვის: 19 აპრილს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000–ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს. ამასთან, Reuters აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული კონტინგენტის რაოდენობა 150 000–ს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეს ოქტომბრამდე კეტავს.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატო–ს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა და “მესამე ქვეყანაში” სამიტის ჩატარება შესთავაზა. თუმცა გაიმართება თუ არა შეხვედრა ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S