Accentnews.ge
"იყავი ტურისტი, ნუ იქნები ოკუპანტი” - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

"იყავი ტურისტი, ნუ იქნები ოკუპანტი” - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

16/07/2019 04:40:15 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სამოქალაქო მოძრაობამ "ერთად სახლში საქართველო" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აქცია–პერფორმანსი სახელწოდებით "იყავი ტურისტი, ნუ იქნები ოკუპანტი” გამართა.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მთავარი მიზანი ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობაა. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიომ დაინახოს თუ როგორი დადებითი განწყობაა საქართველოში ტურისტების მიმართ, მათ შორის იმ ტურისტების მიმართაც, რომლებიც ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოდიან.

„ჩვენი კარი არის ღია ყველა ტურისტისთვის, მათ შორის – რუსი ტურისტებისთვისაც. მხოლოდ და მხოლოდ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით რუსულ მთავრობას და კრემლის მითითებებს. არ ვართ ჩვენ პირველყოფილი ადამიანები და არ ვესხმით თავს ტურისტებს. ამიტომ დღეს ჩვენ აქ მოვიტანეთ ქართული ღვინო, მოვიტანეთ ქართული ყველი, გვინდა გავასინჯოთ ტურისტებს ჩვენი არაჩვეულებრივი ღვინო", -განაცხადა ორგანიზაციის "ერთად სახლში საქართველო" ხელმძღვანელმა სალომე ჭელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S