ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 1310 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33%–ია
21/04/2021 06:49:20 საზოგადოება
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 1310 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 632 პირი, გარდაიცვალა 12 პაციენტი.
ქვეყანაში ჩატარდა 30 241 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 446, „პისიარ“ ტესტით – 12 795.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,33% ბოლო 14 დღის – 3,38%, ბოლო შვიდი დღის – 4,16%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 172, საიდანაც: 3 363 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 852, აჭარაში - 388, იმერეთში - 396. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 211 პირი, აჭარაში - 2 378, იმერეთში - 1 082.
საერთო ჯამში, აცრილია – 31 911 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 299 038 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 282 869 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 971 პაციენტი გარდაიცვალა.


