Accentnews.ge
„გაკვეთილები საზღვრების გარეშეს“ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია დაიწყო

„გაკვეთილები საზღვრების გარეშეს“ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია დაიწყო

21/04/2021 06:41:42 საზოგადოება, რეკლამა

ონლაინსკოლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დაწყებასთან ერთად გაიხსნა შემეცნებითი ონლაინ კურსებიც, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში 28 აპრილს დასრულდება.

ვებ-გვერდზე განთავსებულია, როგორც ფასიანი ისე უფასო ონლაინ, შემეცნებითი კურსები. პირველ ეტაპზე, სწორედ იმ არაფორმალური განათლების ონლაინ სერვისებზე დაიწყო რეგისტრაცია, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს და არამხოლოდ მოზარდებს, საქართველოსთან მეტად დაახლოვებს.

დაიწყო რეგისტრაცია უფასო ონლაინ კურსებზე, როგორებიცაა: „ვისწავლოთ ქართული ენა“ - პედაგოგი გახლავთ ქალბატონი ნინო კაკაჩია და „ქართული თეატრის ამბავი“ ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად.

ფასიანი ონლაინკურსებია: „ჭადრაკის ჯადოსნური სამყარო“ - ნატალია ეძგვერაძესთან ერთად; და რა თქმა უნდა ონლაინ სკოლის ვებ-გვერდზე დაიწყო რეგისტრაცია „კალიგრაფიის ონლიან გაკვეთილებზე“ დავით მაისურაძესთან და ლეილა ბაღბაიასთან ერთად.

სასიხარულოა, რომ საიტზე რეგისტრაციის გამოცხადებიდან პირველივე დღეს სულ რამდენიმე საათში დარეგისტრირებულთა რიცხვმა 20 ადამიანს გადააჭრბა, რაც კი იმის ინდიკატორია, რომ ინტერესი და სურვილი ონლაინკურსებზე დასწრების საკმაოდ დიდია.

შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო, რომელიც დეტალურად გაჩვენებთ, თუ როგორ გაიაროთ კურსებზე რეგისტრაცია.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ისეთი კურსებზე რეგისტრაცია, როგორებიცაა "სამშობლოსმცოდნეობა პროფესორ ვაჟა შუბითიძესთან ერთად" და "ტიხრული მინანქრის საბაზისო კურსი (ცივი მინანქარი)", რომელსაც ნანა აზიზიანი წარუძღვება

აღსანიშნავია, რომ ფონდის, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტისა და ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის თიკა სვანიძე-ვენკოს პატრონაჟით შეიქმნა პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლა „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S