Accentnews.ge
“რუსული S-400–ებით დატვირთული 8 თვითმფრინავი უკვე მივიღეთ, ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ და სისტემებს რუსებთან ერთად ვაწარმოებთ“

“რუსული S-400–ებით დატვირთული 8 თვითმფრინავი უკვე მივიღეთ, ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ და სისტემებს რუსებთან ერთად ვაწარმოებთ“

16/07/2019 04:15:58 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარას სურს, მოსკოვთან ერთად თავდაცვის სისტემები აწარმოოს.

„რუსული S-400–ებით დატვირთული 8 თვითმფრინავი უკვე მივიღეთ, ახლა ჩვენს მიზანს სისტემების რუსეთთან ერთობლივი წარმოება წარმოადგენს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ“,– განაცხადა ერდორანმა.

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ–ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ–მა თურქეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ S-400–ების შეძენის შემთხვევაში შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S