
ანკარა: "ევროკავშირის სანქციების მიუხედავად ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ"
16/07/2019 04:03:09 სხვა, მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად ანკარა კვიპროსის სანაპიროებთან ბურღვით სამუშაოებს მაინც გააგრძელებს.
„ევროკავშირის მიერ 15 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებები არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მზაობაზე, გააგრძელოს ნახშირწყალბადების მოპოვება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის: ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა. კერძოდ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე. ამასთან, საბჭომ გააუქმა ანკარასთან ასოცირების საბჭოს შეხვედრა, ასევე ევროკავშირი-თურქეთის მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში სხვა შეხვედრები. საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის შეთავაზებას, თურქეთისთვის 2020 წლისთვის გათვალისწინებული დახმარების შემცირების შესახებ. ასევე, მოუწოდა ევროპის საინვესტიციო ბანკს, გადახედოს თურქეთში თავის საკრედიტო საქმიანობას.